გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა - ხაბეიშვილი

27.03.24 15:50
გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა - ხაბეიშვილი

“გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება.  ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი უდიდეს მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ გამარჯვებისთვის მუხლჩაუხრელად იშრომა.

“გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება.  ისტორია დაწერილია! უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მუხლჩაუხრელად იშრომა ამ წარმატებისთვის. მადლობა სამწვრთნელო გუნდს, ფეხბურთელებს და მადლობა გულშემატკივარს, ვისაც არასდროს დაუკარგავს გამარჯვების რწმენა. სრულიად საქართველოს გილოცავთ.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.

 

მსგავსი სიახლეები