თეა წულუკიანს კიდევ ერთი სასამართლო დავა მოუგეს
თეა წულუკიანს კიდევ ერთი დავა მოუგეს - თბილისის საქალაქო სასამართლომ, ეროვნული მუზეუმიდან ნიკოლოზ წიქარიძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო, მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ნიკოლოზ წიქარიძე სასამართლოს პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასაც სთხოვდა. ამ ნაწილში სასამართლომ მომჩივანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. წიქარიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
ეროვნული მუზეუმიდან ნიკოლოზ წიქარიძე, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზით, 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს.
ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მესამე საქმეა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მუზეუმიდან გათავისუფლების თაობაზე ნიკა ახალბედაშვილის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მაია პატარიძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა. 5 მარტს კი, მუზეუმიდან თემურ შარიქაძის გათავისუფლება ცნო უკანონოდ.
2021 წლის მაისიდან, წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან 100-მდე ადამიანი გათავისუფლდა, რომელთა უმრავლესობამ სასამართლოს მიმართა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი