მზადება ცესკოს შეფობისთვის - "ოცნება" გადამწყვეტი არჩევნების ბედს ისევ კალანდარიშვილს ანდობს
გადამწყვეტი არჩევნების ბედს "ოცნება" ისევ გიორგი კალანდარიშვილს ანდობს - ცესკოს თავმჯდომარე პოსტს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნებს. მართალია, ივანიშვილის გუნდმა თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს პროცედურა ფარსია. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მმართველი პარტია ისევ მის პოლიტიკურ მორჩილებაში მყოფ კალანდარიშვილს მოიაზრებს, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, "ოცნებას" პოლიტიკური ერთგულება არაერთხელ დაუმტკიცა.
საარჩევნო ადმინისტრაციის სრულად მიტაცებისთვის ხელისუფლებამ ნიადაგის მომზადება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით დაიწყო. ჯერ ერთადერთი ოპოზიციონერი მოადგილის პოსტი გააუქმა, კანდიდატების შერჩევის პროცესიდან სრულად ჩახსნა საქართველოს პრეზიდენტი, სამ ვაკანტურ ადგილზეც კი ისევ ძველ წევრებს ნიშნავს. მათ შორის არის კალანდარიშვილის ერთადერთი მოადგილე შარაბიძე, რომელსაც პოსტზე ყოფნის ვადა ეწურება, თუმცა მისთვის თანამდებობის შენარჩუნება "ოცნებას" უკვე გადაწყვეტილი აქვს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი