ყველანი 20 საათზე რუსთაველზე - დეკანოზი ზაზა თევზაძე
დეკანოზი ზაზა თევზაძე მოუწოდებს საზოგადოებას, ვისაც ქვეყნის ნათელი მომავალი სურს, შეუერთდეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას.
"ვისაც გინდათ, საქართველოს ნათელი მომავალი ჰქონდეს, ყველანი 20:00 რუსთაველზე! - წერს დეკანოზი ზაზა თევზაძე სოციალურ ქსელში.
რუსთაველის გამზირზე 20 საათზე აქციის ჩატარება ,,გირჩი მეტი თავისუფლების" ინიციატივა იყო. აქციას ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან.