მდუმარე პროტესტი რუსთაველზე - დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

06.07.21 13:16
მდუმარე პროტესტი რუსთაველზე - დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, საღამოს 8 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობას გააპროტესტებენ. აქციის გამართვის ინიციატორია  პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის".

პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, საკუთარ Facebook-ზე  საზოგადოებას მიმართავს და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია,რომელიც ჩაატარეს ერთად ხელისუფლებამ და საპატრიარქომ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას და კლავს ჩვენი შვილების მომავალს. ეს სიბნელე დგას ყველგან.

დღეს, 8 საათზე საღამოს გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს არ გთხოვს, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი იქნება, არც მუსიკა იქნება და არაფერი, უბრალოდ გამოდით და 1 საათი დადექით",- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

დაანონსებულ მდუმარე აქციას უერთდება "ევროპული საქართველო". განცხადება ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გააკეთა.