ისტორიული სასამართლოს მოლოდინში - ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს მიმართავს
ისტორიული პროცესის მოლოდინში - ლაზარე გრიგორიადისი ერთ-წლიანი დუმილის შემდეგ, სასამართლოს რამდენიმე წუთში მიმართავს. მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული 22 წლის ბიჭი დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვას დარბაზში მყოფ ადამიანებს გააცნობს.
ახალგაზრდა სხდომაზე იტყვის, თუ რა მოტივით მივიდა საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციაზე და რა იყო მისი მთავარი მიზანი.
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 12 საათზე დაიწყება, რის პარალელურადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ახალგაზრდას მხარდამჭერები შეიკრიბებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ.
დაცვის მხარე მზად ვართ, რომ წარმოვთქვათ ჩვენი დასკვნითი სიტყვა. ასევე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისიც სრულ მზადყოფნაშია მისი საბოლოო სიტყვისთვის და დღეს დადგება დიდი ალბათობით განაჩენი"- ამბობს დაკავებულის უფლებადამცველი.
ცნობისთვის, სასამართლო პროცესი 1 თვის წინ იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ უეცრად შვებულება აიღო და სხდომის თარიღმა გადაიწია. მოსამართლემ პირობა დადო, რომ სწორედ დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადებს საბოლოო ვერდიქტს.
შეგახსნებთ, ლაზარე გრიგორიადისი 2023 წელს, 7-8 მარტის აქციების დროს დააკავეს. სასამართლო ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანის დაწვაში ედავება.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი