ხმაური რუსთაველის გამზირზე - რადიკალები კონტრაქციის გამართვას ცდილობენ
რუსთაველის გამზირზე ხმაურია, ჰომოფობები პარლამენტთან კონტრაქციის ჩატარებას ცდილობენ. გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტთან ბანერით მივიდა, რომელზეც ჰომოფობიური წარწერები არის გაკეთებული. პოლიცია რადიკალებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.
რადიკალების თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას ადამიანებს, რომ პროტესტი გამოხატონ. ჯგუფის წევრები აგრესიულად არიან განწყობილი ჟურნლისტების მიმართ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მათგანი თავს დაესხა "პალიტრას" ოპერატორს . პოლიციამ ადგილზე რამდენიმე პირი დააკავა.