9 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად, საქართველომ ნაბიჯები უკან გადადგა - გეგელია
"9 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად, საქართველომ ნაბიჯები უკან გადადგა", - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "პირველებთან" გააკეთა.
გეგელია ამბობს, რომ 9 ნაბიჯის წინ გადადგმის ნაცვლად, კრიტიკული მიმართულებით, როგორიც არის ცესკო, საარჩევნო მიმართულება, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯები უკან გადადგა
ამ ტერმინების თუთიყუშივით განმეორება, რომ თანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეთ, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს არაფერს არ ნიშნავს და არის სასაცილო ყველა დასავლელი პარტნიორისთვის, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ამ ტერმინების მიღმა არ არის არავითარი შინაარსი. სინამდვილეში, საქართველო ჩაყენებული არის არათუ თანაბარ, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
9 ნაბიჯის წინ გადადგმის ნაცვლად, კრიტიკული მიმართულებით, როგორიც არის ცესკო, საარჩევნო მიმართულება, საქართველომ ნაბიჯები უკან გადადგა. ჩვენ მივიღეთ არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც არათუ თანხვედრაშია ევროპული კავშირის მოთხოვნებთან, არამედ პირდაპირ უარყოფს იმ მოთხოვნებს, რაც გააჩნია ევროპულ კომისიას", - ამბობს გეგელია.
როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ცხრა დათქმას - რამდენიმე წუთში ამ კითხვას პასუხი "ქართული ოცნების" დეპუტატმა უნდა გასცეს. ბრიუსელში გამართული შეხვედრებისა და ჩავარდნილი რეზოლუციის შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილი მოხსენებისთვის ემზადება.
ევროინტეგრაციის კომიტეტზე გახდება ცნობილი, თუ რა გზავნილებით დაბრუნდა ბოჭორიშვილი ბრიუსელიდან. იმ ფონზე, რომ მმართველი პარტია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ფაქტობრივად, არ ასრულებს, "ოცნება" საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სხვა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი