"ოცნების" გეგმას ფასი არ აქვს - ბექა ლილუაშვილი
"ოცნებამ" ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების გეგმა გამოაქვეყნა, მაგრამ იმდენად ზედაპირულია, რომ არანაირი ფასი არ აქვს", - ამის შესახებ განცხადებას ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი, ბექა ლილუაშვილი აკეთებს.
ხელისუფლების მოწინააღმდეგე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დათქმების შესრულების პროცესი არასახარბიელოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ლილუაშვილი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილის პარტიას ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოუყენლობის უფლებას არ მისცემს.
გეგმა გამოქვეყნდა მთავრობის მიერ გაკეთებული, მაგრამ ეს გეგმა იმდენად ზედაპირულია, რომ არანაირი ფასი ამას არ აქვს. სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში ნაცვლად იმისა, რომ შინაარსობრივი ნაბიჯები იდგმებოდეს, მაგალითად მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის მიმართულებით. რეკომენდაციების შესრულებაზე არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე მისცემს საშუალებას ხელისუფლებას, რომ ქვეყანას დააკარგვინოს ეს უზარმაზარი შანსი მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობის", - ამბობს ლილუაშვილი.
როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ცხრა დათქმას - რამდენიმე წუთში ამ კითხვას პასუხი "ქართული ოცნების" დეპუტატმა უნდა გასცეს. ბრიუსელში გამართული შეხვედრებისა და ჩავარდნილი რეზოლუციის შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილი მოხსენებისთვის ემზადება.
ევროინტეგრაციის კომიტეტზე გახდება ცნობილი, თუ რა გზავნილებით დაბრუნდა ბოჭორიშვილი ბრიუსელიდან. იმ ფონზე, რომ მმართველი პარტია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ფაქტობრივად, არ ასრულებს, "ოცნება" საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სხვა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვს.