პაპუაშვილმა "ბოროტი სულის ადამიანი" უწოდა ყველას, ვინც კობახიძის სცენაზე ასვლა შეძახილებით გააპროტესტა
ქართველები ასე არ იქცევიან - პარლამენტის თავმჯომარემ ბოროტი სულის ადამიანი უწოდა ყველას, ვინც რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის სცენაზე გასვლა შეძახილებით გააპროტესტა.
შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიული წარმატების ზეიმზე, პოლიტიკური საპროტესტო შეძახილები წინასწარ ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო დაგეგმილი, მისი შემსრულებლები კი ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან.
„ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, არ არის ქართული საქციელი, თვითონვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, ორგანიზაცია „შეცვალე“ არ ვიცი, ვისგან ფინანსდება, რადგან მათი უცხოური დაფინანსებები ჩვენს ქვეყანაში არ არის გამჭვირვალე და ესენი ნიკა გვარამიას გუნდის წევრები არიან.ზუსტად ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ თაობა თუ გუნდი არის, ვისაც უნდა ეს ყველაფერი ხალხს ჩააშხამოს. როგორი ბოროტი უნდა იყო სულით ადამიანი, რომ ეს დაგეგმო, განახორციელო, შემდეგ თავი მოიწონო.
შეიძლება, ვიღაც მოგწონდეს, გძულდეს, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.
ეს აჩვენებს სინამდვილეში, რატომ უნდოდათ ზოგიერთ ჯგუფებს ნიკა გვარამია და მელია ყოფილიყვნენ გარეთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საპროტესტო შეძახილები რესპუბლიკის მოედანზე სწორედ მაშინ ისმოდა, როცა სცენაზე ირაკლი კობახიძე გამოჩნდა. კახა კალაძისგან განსხვავებით პრემიერ-მინისტრს იქ შეკრებილთა ნაწილი პროტესტით შეხვდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი გამავრცელებელი მელია-გვარამიას გუნდის წევრია, სწორედ ეს გახდა მთავარი საბაბი ხელისუფლებისთვის, რომ გაერთიანებაზე იერიში მიეტანა.
ამ ნარატივის პირველწყარო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სწორედ მან თქვა, რომ ეს არის მელია-გვარამიას გაერთიანების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. თავად პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე დღეს საერთოდ არ უსაუბრია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი