პაპუაშვილმა ლაზარე დამნაშავედ გამოაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარემ 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი "დამნაშავედ" გამოაცხადა - პაპუაშვილი გამოძიების ვერსიას იმეორებს და ამტკიცებს, რომ 22 წლის ბიჭმა "სპეცრაზმელს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა".
"ქართული ოცნების" ლიდერი მარტის აქციების მონაწილის დასჯას ითხოვს.
თუკი ვინმე იტყვის, რომ არსებობს რაიმე მიზანი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ ცეცხლის წაკიდება, თქვან, რომ ხანდახან შეიძლება გამართლდეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი განწირვა სიკვდილისთვის. ეს არის მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი.
ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი - ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი - მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობისა, ერთი ადამიანის მხრიდან მეორისთვის ცეცხლის წაკიდებისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი