ვინმემ იკითხა საერთოდ მოსამართლის ემოციური მდგომარეობა? - პაპუაშვილი ევროკავშირისგან ბოდიშს ითხოვს
ვინმემ იკითხა საერთოდ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში, ვინმეს საერთოდ ადამიანები აინტერესებს? - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისგან ბოდიშს ითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ სანამ ვინმე "ვეტინგს" ახსენებს ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.
კაი, თავი დავანებოთ, რომ კანონის უზენაესობას პატივს არ სცემ, არ სცემ პატივს პარტნიორულ ურთიერთობებს, უბრალოდ ეტიკეტსაც კი არ სცემ პატივს, რომ შენ ხარ სტუმარი და მაპინძელთან მიდიხარ და სთხოვ ანგარიშს, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწვეტილება და იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს, ჩახსნეს გარკვეული პროგრამებიდან, გახადეს მედიის და არასამთავრობოების თავდასხმის ობიექტი ის, მისი ოჯახი, ვინმე ერთი მოიკითხა, როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში? ვინმეს საერთოდ ადამიანები აინტერესებს, როდესაც ასე ინსტრუმენტალიზება ხდება? ამიტომ აქაც მოველი აშშ-ს საელჩოსგან გააკეთონ განმარტება, მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს, თუ ეს სანქციები კვლავს ასე უსამართლოდ უდნა გაგრძელდეს მის მიმართ.
სანამ ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი სასამართლო რეფორმის აუცილებობაზე საუბრობს. დიპლომატი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიის ფუნდამენტია და ამიტომ გაფართოების სიაში მხყოფი ყველა ქვეყნისთვის, ეს პირობა აუცილებლად შესასრულებელია.
ჰერჩინსკი ასევე ყურადღებას ვეტინგის სისტემის მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეს პროცესი უცხოური ექსპერტების ჩართულობით უნდა წარიმართოს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი