"ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს" - ბოჭორიშვილი
რა გზავნილები ჩამოიტანა საქართველოს დელეგაციამ ბრიუსელიდან - "ქართული ოცნების" წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ "ევრონესტის" სხდომაზე საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო არც ერთ იმ ქვეყანას არ ჩამორჩება, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის ემზადებიან.
გზავნილები იყო, არის და იქნება ისეთი, რაც სჭირდება ამ ქვეყნის წინ ნაბიჯების გადადგმას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღეს საქართველო არც ერთ ქვეყანას არ ჩამორჩება უკან, ვინც შედის ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აინტერესებს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა ლობირებდეს ამგვარად ამ საკითხს, რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩებოდეს არცერთ კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში", - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი