ყველას უნდა გვახსოვდეს აფხაზეთის ტრაგედია, რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, ოკუპაცია გრძელდება - ბადრი ჯაფარიძე
პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრებისა და მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგო.
„ყველას უნდა გვახსოვდეს ის ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში მოხდა და რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, ოკუპაცია გრძელდება.
დღეს ჩვენ მოვედით, რომ ქართველ გმირებს პატივი მივაგოთ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ეს პრობლემა ქვეყნისთვის არ გადაწყდება, ქვეყანა ვერ განვითარდება სრულფასოვნად. ამ ადამიანებმა მსხვერპლი სწორედ იმიტომ გაიღეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას არასოდეს შევეგუოთ“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
აფხაზეთში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეტთი, ცოტა ხნის წინ ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი