"აბსურდული და უსუსური ბრალდება" - გვარამია-მელიას გაერთიანება "ოცნებას" პასუხობს
"ოცნების" ბრალდებებს ადრესატები პასუხობენ. გვარამია-მელიას გაერთიანებას ხელისუფლების ნარატივი პროტესტის წინასწარ დაგეგვმის შესახებ აბსურდად და სასაცილოდ მიაჩნია.
პოლიტიკურ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც საზეიმო ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძის სცენაზე ყოფნა გააპროტესტა ოპოზიციის მხარდამჭერები ყოფილიყვნენ, თუმცა შეძახილების დაორგანიზების შესახებ ბრალდება დეზინფორმაციის გავრცელებად მიაჩნიათ.
აბსოლუტურად აბსურდული ბრალდება არის და უსუსურიც, შეიძლება ითქვას. მსგავს ბრალდებას როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს პოლიტიკურ პარტიაზე აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, არარელევანტურია და დასაბუთება სჭირდება, რასაც კობახიძე მემგონი, რეალურად ვერ ახერხებს. სასაცილო არის, არვიცი საერთოდ რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ, რომ, თურმე რომელიღაცა მხარდამჭერმა გაავრცელა ვიდეო და ძალიან ბუნებრივია, რომ ვიღაცა მოქალაქისთვის შეიძლება, ნამდვილად არ იყოს პოლიტიკური და პარტიული აფილირება ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვების დროს მისაღები, როდესაც "ოცნების" გუნდი ცდილობს კონკრეტული ეროვნული გამარჯვებები საკუთარ თავზე მიიწეროს", - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
საპროტესტო შეძახილები რესპუბლიკის მოედანზე სწორედ მაშინ ისმოდა, როცა სცენაზე ირაკლი კობახიძე გამოჩნდა. კახა კალაძისგან განსხვავებით პრემიერ-მინისტრს იქ შეკრებილთა ნაწილი პროტესტით შეხვდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი გამავრცელებელი მელია-გვარამიას გუნდის წევრია, სწორედ ეს გახდა მთავარი საბაბი ხელისუფლებისთვის, რომ გაერთიანებაზე იერიში მიეტანა.
ამ ნარატივის პირველწყარო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სწორედ მან თქვა, რომ ეს არის მელია-გვარამიას გაერთიანების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. თავად პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე დღეს საერთოდ არ უსაუბრია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი