სწორედ ის არის საზოგადოების დამოკიდებულება კობახიძის მიმართ, რაც ქართული გუნდის გამარჯვების ზეიმზე ვიხილეთ - სამადაშვილი

28.03.24 15:44
სწორედ ის არის საზოგადოების დამოკიდებულება კობახიძის მიმართ, რაც ქართული გუნდის გამარჯვების ზეიმზე ვიხილეთ - სამადაშვილი

სწორედ ის არის საზოგადოების დამოკიდებულება ირაკლი კობახიძის მიმართ, რაც ქართული გუნდის გამარჯვების ზეიმზე ვიხილეთ - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, "ოცნებაში" ყველამ კარგად იცის, რომ ახალი პრემიერი მათი ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული წარმომადგენელია და ეს საზოგადოების მხრიდანაც კარგად გამოჩნდა.

"ქართულმა ოცნებამ" იცის, მათ შორის საკუთარი გამოკითხვებით ძალიან კარგად, რომ ირაკლი კობახიძე მათი ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული წარმომადგენელია. მემგონი ძალიან კარგად გამოჩნდა საზოგადოების დამოკიდებულება ირაკლი კობახიძის მიმართ, დაცვის გარეშე ეს ადამიანი უკვე მრავალი წელიწადი აღარ გადაადგილდება არსად, მათ შორის პარლამენტშიც რომ იყო, პარლამენტშიც, იმიტომ, რომ სწორედ ის არის საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, რაც ჩვენ ვიხილეთ ქართული გუნდის გამარჯვების ზეიმზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

საპროტესტო შეძახილები რესპუბლიკის მოედანზე სწორედ მაშინ ისმოდა, როცა სცენაზე ირაკლი კობახიძე გამოჩნდა. კახა კალაძისგან განსხვავებით პრემიერ-მინისტრს იქ შეკრებილთა ნაწილი პროტესტით შეხვდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი გამავრცელებელი მელია-გვარამიას გუნდის წევრია, სწორედ ეს გახდა მთავარი საბაბი ხელისუფლებისთვის, რომ გაერთიანებაზე იერიში მიეტანა. 

ამ ნარატივის პირველწყარო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სწორედ მან თქვა, რომ ეს არის მელია-გვარამიას გაერთიანების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. თავად პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე დღეს საერთოდ არ უსაუბრია.

მსგავსი სიახლეები