ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე - რას ამბობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები
ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა - ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება სახელდება. უმუშევრობა, გაჭირვება და სიღარიბე დაბალი შობადობის მაჩვენებლის პირდაპირი ინდიკატორია. ამას ემატება უპერსპექტივობასა და უიმედობას ქეყნიდან გაქცეული ხალხის ჯარი.
მედიცინის მეცნიერება დოქტორი თენგიზ ვერულავა ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახების დახმარების კომპლექსური პროგრამა აამოქმედოს.
აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ევროპის ქვეყნების გამოცდილებას. პირველი, ეს არის ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა, რაც მოიცავს არა მარტო მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, არამედ თუნდაც მეორე შვილის გაჩენიდან ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე გარკვეულ შეღავათებს. ევროპულ ქვეყნებში ძალიან არის გავრცელებული საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო გადასახადებზე, არის გარკვეული მხარდაჭერა მათთვის, ვინც უთავსებს მუშაობას. ღონისძიებები უნდა იყოს კომპლექსური ხასიათის და მრავალ ღონისძიებას უნდა მოიცავდეს", - ამბობს თენგიზ ვერულავა.
პოზიცია კი მძიმე დემოგრაფიულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აკისრებს.
ვეღარც ოჯახები იქმნება და ვეღარც შობადობა იზრდება, იმიტომ, რომ ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ და გარბის ქვეყნიდან ვისაც შეუძლია იმისთვის, რომ გადარჩეს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ხელისუფლების მმართველობის შედეგი. მდირდება მთავრობა, ღარიდება ხალხი", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
საქსტატის უახლესი მონაცემებით დადგენილია, საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. მხოლოდ გასულ წელს, შობადობასა და სიკვდილიანობას შორის სხვაობა 2000-ზე მეტი იყო.