ვინ უსტვენდა სცენაზე გასულ პრემიერს? - როგორ სცადა "ოცნებამ" უხერხულობის გადაფარვა პოლიტიკური ცილისწამებით
ახალი მიზეზი პოლიტიკური იერიშისთვის - ვინ უსტვენდა სცენაზე გასულ პრემიერს? საქართველოს პრემიერის უხერხულობის გადაფარვა "ოცნებამ" ოპოზიციაზე თავდასხმით სცადა. რომ არა მმართველი პარტიის ორდღიანი კამპანია, შესაძლოა დიდი ზეიმის ფონზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილების საპროტესტო შეძახილებისთვის ყურადღება არც არავის მიექცია. პრემიერის უხერხული ამბის პოლიტიზირება "ოცნებამ" თავად გადაწყვიტა.
ორი დღეა ლიდერები ამტკიცებენ, რომ კობახიძის წინააღმდეგ შეძახილები მელია-გვარამიას ჯგუფის დაგეგმილი იყო. კამპანია ოპოზიციის წინააღმდეგ მამუკა მდინარაძემ დაიწყო და პარლამენტის თავმჯდომრემ გააგრძელა. პაპუაშვილმა ისიც კი თქვა, რომ ბოროტი სული აქვს ყველას, ვინც პრემიერის სცენაზე გამოსვლას საპროტესტო შეძახილებით შეხვდა. დიდი უხერხულობის შესახებ, რომელზეც ყველაზე ბევრი "ოცნებამ" ილაპარაკა, თავად ირაკლი კობახიძეს ჯერ არაფერი უთქვამს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი