"ოცნება" სასამართლოს ბოლომდე ეფარება - ივანიშვილის პარტია EU-ს უნდობლობას უცხადებს
კლანს გადაფარებული "ოცნება" დასანქცირებული მოსამართლეების დასაცავად ყველაფერზე მიდის. არავითარი ვეტინგი არ იქნება - თქვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი თავს დაესხა ევროკავშირის ელჩს, რომელმაც ხელისუფლებას ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების საჭიროება კიდევ ერთხელ შეახსენა. მურუსიძე-ჩინჩალაძის არაფორმალური ჯგუფი და მათ მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები კი ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლად გამოაცხადა.
შალვა პაპუაშვილის ანტიდასავლურმა განცხადებებმა დღეს, პრაქტიკულად, ყველა რეკორდი მოხსნა. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს უნდობლობას უცხადებს. მთელი ის პანიკა კი, რაც მმართველ პარტიაში მოსამართლეების დაანონსებულმა შემოწმებამ გამოიწვია, ოპოზიციას კიდევ ერთხელ აფიქრებინებს, რომ ივანიშვილის გუნდი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას განზრახ აფერხებს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი