ივანიშვილმა იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ამის გააზრება იქნება უმძიმესი - გახარია
რატომ დაბრუნდა ივანიშვილი? - "რეაქციაში" პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს.
როგორც გახარია ამბობს, ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ პარტიას მის გარეშე არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.
ბევრი რამე არის ზედაპირზე, ბიძინა ივანიშვილი არის ძლიან გამოცდილი, გონიერი ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი და ძალიან მტკივნეული, შესაბამისად, ის ეცდება, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს. ხედავს, რომ მის გარდა არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, სახელმწიფო დისფუნქციურია, არანაირი არჩევნების მოგებაზე, საუბარიც ზედმეტია, ვინ უნდა მოი9გოს ეს არჩევნები, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყურადღებას აღარ აქცევენ რას საუბრობენ თუ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და ივანიშვილს და არა სახელმწიფოს? ამას დაამატეთ კორუფციის ის სისტემური ფორმები, რომელიც უკვე თვალსაჩინო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყელას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ნებისმიერი სახის კორუფცია დანაშაული კი არა ღალატია,“ - ამბობს გახარია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი