იმ 25 ოჯახიდან ბევრი ცდილობდა შეღავათების მიღწევას და ყველას უარს ვეუბნებოდი - გახარია
"OECD-ის განვითარების შემდეგი ეტაპი იყო მეხუთე რაუნდი ქვეყანაში სისტემური კორუფციის მონიტორინგის ჩატარების, იცით, რამდენი ადამიანი იყო ჩემთან მოსული, რომ ეს მონიტორინგი არ ჩატარებულიყო საქართველოში," - ამ განცხადებას "რეაქციაში" გიორგი გახარია აკეთებს.
"საქართველოსთვის" ლიდერი არ ასახელებს კონკრეტულ სახელებს, თუ ვინ სთხოვდა კორუფციის მონისტორინგის ჩატარებაზე უარის თქმას.
"დღევანდელი მთავრობა კორუფციას კი არ ებრძვის, ახალისებს" - ამბობს გახარია და აცხადებს, რომ მისი პრემიერობის დროსაც მასთან მიდიოდნენ კონკრეტული პირები, ვინც მასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ.
მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ხედავდა, როგორ გამოიყენებოდა საგადასახადო შეთანხმებები და მთავრობას პარლამენტში დამტკიცების დროს ვთქვი, რომ საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა გაუქმდებოდა. მე ვიყავი ადამიანი, ვინც ბევრი იმ 25 ოჯახიდან, რომ ცდილობდნენ უამრავი შეღავათების მიღწევას და ყველას უარს ვეუბნებოდი, ვეღარავინ ვერაფერს ვერ მიბედავდა.
OECD-ის განვითარების შემდეგი ეტაპი იყო მეხუთე რაუნდი ქვეყანაში სისტემური კორუდფციის მონიტორინგის ჩატარების, იცით, რამდენი ადამიანი იყო ჩემთან მოსული, რომ ეს მონიტორინგი არ ჩატარებულიყო საქართველოში,“ - ამბობს გახარია.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა OECD-ის მონიტორინგის მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველო OECD-ის პროცესში უნდა დაბრუნდეს - ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი