ირაკლი ღარიბაშვილს შს მინისტრობას უპირებდნენ - გახარია
ირაკლი ღარიბაშვილს შს მინისტრობას უპირებდნენ - ამის შესახებ „რეაქციაში“ გიორგი გახარია საუბრობს. გახარიას თქმით, ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნების გადაწყვეტილება "ოცნების" გუნდმა მიიღო. თუმცა, თავად ეცადა, რომ ღარიბაშვილი არა შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ თავდაცვის უწყებაში ყოფილიყო.
მე არასდროს არ ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში გადმოყვანის საკითხი დადგა გუნდში, იმ არჩევანს, რა არჩევანიც არსებობდა, მე ვამჯობინე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, ვიდრე ის ოფცია, რა მინისტრობასაც მას უპირებდნენ. იმაში, რომ ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა, ჩემი დამსახურებაც არის მხოლოდ და მხოლოდ, იმ ნაწილში, რომ არ მინდოდა გამხდარიყო ის მინისტრი, რასაც უპირებდნენ,“ - ამბობს გახარია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი