ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა - გახარია ივანიშვილზე
" საპატიო თავმჯდომარე - ისტორიაში სხვაგან ასეთს ვერ ნახავთ, ფაქტობრივად, ისეთი ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა. ეს სხვა განზომილებაა," - ამ განცხადებას "რეაქციაში" გიორგი გახარია აკეთებს.
გახარია ეხმაურება ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას და გავლენებს პარტიაზე და სამთავრობო ცვლილებებზე. გახარიას თქმით, სამთავრობო ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა.
გახარიას არ სჯერა ივანიშვილის განცხადება კორუფციაზე და დარწმუნებულია, რომ ამ კუთხით არაფერი შეიცვლება - "ივანიშვილი კორუფციას ვერ შეეხება, ერთადერთი ხერხემალია რაზეც ოცნება დგას".
ბიძინა იძლევა დავალებებს, ჩემს დროს, ასე არ მუშაობდა. ბიძინას შეიძლება ეთქვა, რომ მე ვთვლი, რომ ასე უკეთესი იქნება. მაგალითად, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარე კი არ იყო, პარტიის თავმჯდომარე იყო, რომლის ხელმოწერითაც მე ვიყავი წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
ის ცირკი, რომელიც ახლა მოხდა, რომ ადამიანი ვითომ დაბრუნდა, ვითომ სადმე წასული იყო. მშიშარა პატარა ბიჭების დარქმევასაც აზრი არ აქვს, ამათ უთხრა, რომ პარტიას კი არა, მე ვიღებ ჩემს თავზე პრემიერ-მინისტრობის წარდგენის უფლებას. საპატიო თავმჯდომარე - ისტორიაში სხვაგან ასეთს ვერ ნახავთ, ფაქტობრივად, ისეთი ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა. ეს სხვა განზომილებაა,“ - ამბობს გახარია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი