მთავრობის განკარგულებების სკანდალი - რას ითხოვს გახარია
"ამ პერიოდის მთავრობის განკარგულებები რომ გამოქვეყნდეს, ოცნება უმრავლესობას კი არა, შეიძლება გასაქცევად გაუხდეს საქმე,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს.
გახარია განკარგულებების სკანდალზე საუბრობს და კვლავ ითხოვს მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნებას.
ფიცები დადეს, რომ ყველა განკარგულებას გამოვაქვეყნებთო, რისი გამომქვეყნებლები არიან. უბრალოდ იმიტომ, რომ ამ პერიოდის მთავრობის განკარგულებები რომ გამოქვეყნდეს, ოცნება უმრავლესობას კი არა, შეიძლება გასაქცევად გაუხდეს საქმე.
ვიღაცას ჰგონია, რომ მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნების საკითხს მე თავს დავანებებ? - არა. მთავრობის განკარგულებები ყველა აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, ყველა ნორმით არის გამოსაქვეყნებელი და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, ვინ უფრო მეტად ან ნაკლებად კორუფციაში,“ - ამბობს გახარია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი