გახარია: ჩვენი მოქალაქეების და პარტნიორების აღქმაში სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სადაც არის გავლენის ჯგუფები
„საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს.
როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასებით, „ქართული ოცნება ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობს.“
რასაც "ქართული ოცნება" ახლა აკეთებს ვეტინგთან დაკავშირებით, ჩვენს სუვერენიტეტს აყენებს რისკის ქვეშ. სინამდვილეში, კეთილსინდისიერების შემოწმება შეიძლება მოხდეს როგორც უცხოელების ჩართვით, ასევე არ ჩართვით. კეთილსინდისიერების შემოწმებამდე ჩვენ რომ საკონსტიტუციო რეფორმები გავატაროთ და მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს პრობლემები მოვაგვაროთ, მერწმუნეთ, რომ ჩვენს სასამართლო სისტემას თვით გაჯანსაღების რესურსი საკმაოდ დიდი აქვს, იმიტომ, რომ იქ ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანია,“ - ამბობს გახარია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი