"ოცნება" საქართველოდან პუტინის მოწინააღმდეგეებს დევნის - თეონა აქუბარდია
"ოცნება" საქართველოდან პუტინის მოწინააღმდეგეებს დევნის, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს. საქმე ეხება საქართველოში რუსი აქტივისტის იგორ მიგლანის არშემოშვებას.
პოლიტიკოსისთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებენ ქვეყანაში პუტინის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, ხოლო რუსი დიქტატორი მომხრეები კი საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებიან.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დევნის პუტინის მოწინააღმდეგეებს საქართველოში და ის, რომ ეს ხალხის საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ, ეს არის მოცემულობა. მე თავად არაერთი წერილი მაქვს გაგზავნილი შსს-ში სწორედ ამ კითხვით, თუ რატომ ხდება ისე, რომ პუტინის მომხრეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში და მოწინააღმეგეებს საზღვარზე არ უშვებენ და პასუხი არის, როგორც ყოველთვის, ერთი და იგივე - კანონზე მითითება, - ამბობს თეონა აქუბარდია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი