როდის და როგორ გაიყიდება Euro 2024-ის ბილეთები - რას ამბობენ ფეხბურთის ფედერაციაში
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია UEFA-სთან ზუსტდება - ასეთი პასუხი მიიღო "პუბლიკამ" ფეხბურთის ეროვნული ფედერაციისგან.
როდის გაიყიდება ბილეთები – ფედერაციაში ამბობენ, რომ ბილეთების გაყიდვის დეტალებზე ინფორმაცია „ძალიან მოკლე პერიოდში ექნებათ”.
ფეხბურთის ფედერაციაში განმარტავენ, რომ მიზეზი, რის გამოც ბილეთების გაყიდვა ამ დრომდე არ დაწყებულა არის ის, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება რამდენიმე დღის წინ მოიპოვა.
„საბოლოო დეტალების გავლა მიმდინარეობს უეფასთან. ძალიან მოკლე პერიოდში გვექნება საბოლოო, დეტალური ინფორმაცია ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით. აქამდე იმიტომ არ დაწყებულა ბილეთების გაყიდვა, რომ ჩვენ ეხლა მოვიპოვეთ თამაშის უფლება. შესაბამისად, არის საკითხები, რომლის გავლაც არის საჭირო. დღეს გვექნება საუბარი ზუსტად ამ საკითხზე. როგორც კი საბოლოო დეტალები დაზუსტდება, ინფორმაციას გავავეცელებთ”, – ამბობენ ფედერაციაში.
საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს ევრიპის ჩემპიონარზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართავს.