ამომრჩევლის მომტყუებელი ადამიანი ოპოზიციის ლიდერადაც არ მინდა ვიხილო - კორძაია ივანიშვილზე
"ბიძინა ივანიშვილი არსად არ წასულა, ის იყო ჩრდილოვანი მმართველი და დარჩა ჩრდილოვან მმართველად," - ამ განცხადებას დეპუტატი თამარ კორძაია აკეთებს და გიორგი გახარიას მიერ "რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც კორძაია ამბობს, ივანიშვილის ხილვა არც ოპოზიციის ლიდერად სურს, რადგან მან ამომრჩეველი რამდენჯერმე მოატყუა.
არ ვეთანხმები იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილი არსად არ წასულა, ის იყო ჩრდილოვანი მმართველი და დარჩა ჩრდილოვან მმართველად.
ერთხელ ოპოზიციაში იყო, ლიდერი იყო და მოატყუა ხალხი, ამიტომ მრავალგზის ამომრჩევლის მომტყუებელი ადამიანი ოპოზიციის ლიდერადაც არ მინდა ვიხილო,“ - ამბობს თამარ კორძაია.
ივანიშვილის რომ ოპოზიციაში გადავა არჩევნების შემდეგ და ოპოზიციის ლიდერი იქნება, ამაზე "რეაქციაში" ისაუბრა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.