დავაკვირდეთ, როგორი ოპოზიციონერი იქნება ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე - მანჯგალაძე
"2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იმისთვის არის, რომ იურიდიულად გავაფორმოთ მათი პოლიტიკურად გაკოტრება და გადავუშვათ ოპოზიციაში," - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.
მანჯგალაძე გახარიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილმა პრემიერმა დააანონსა, რომ "ოცნებას" ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს და რომ ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერი იქნება.
ჯერ დამარცხებული არ არის, სამწუხაროდ, გაკოტრებულია პოლიტიკურად და 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იმისთვის არის, რომ იურიდიულად გავაფორმოთ მათი პოლიტიკურად გაკოტრება და გადავუშვათ ოპოზიციაში, დავაკვირდეთ, როგორი ოპოზიციონერი იქნება ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ივანიშვილის რომ ოპოზიციაში გადავა არჩევნების შემდეგ და ოპოზიციის ლიდერი იქნება, ამაზე "რეაქციაში" ისაუბრა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.