ცესკოს თავმჯომარე პრეზიდენტის სასახლეში - კალანდარიშვილი ზურაბიშვილმა საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ დაიბარა
პრეზიდენტის დაწუნებული ცესკოს თავმჯომარე პრეზიდენტის სასახლეში მიდის. გიორგი კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ დაიბარა.
პრეზიდენტთან შეხვედრის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა კალანდარიშვილმა და თქვა, რომ შეხვედრაზე მათი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებები არ გაკეთდება.
პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან გვეთხოვა მონაწილეობა სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, ვიმყოფებით ამ შეხვედრაზე და ზოგადად, ჩვენ ჩავერთვებით ყველა იმ შეხვედრაში, სადაც ამის საჭიროება იქნება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიცია დავაფიქსიროთ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს არ წარმოადგენს ჩვენი შეფასების საკითხს", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
უმაღლესი მთვარსარდალი წუთი-წუთზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს და იტყვის, რა უნდა გაკეთდეს გადამწყვეტი არჩევნების სამართლიან პირობებში ჩასატარებლად. სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში საარჩევნო კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაიბარა.