ხაზარაძე, მელია, გვარამია არიან მხილებული დანაშაულში - კობახიძის თავდასხმა ოპოზიციაზე
პრემიერის მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე - ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ოპოზიციის დიდ ნაწილს კი ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.
კობახიძე ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციას ცდილობს.
დღევანდელი მონაცემები არის ასეთი, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, ენმ-ის მაჩვენებელი 15 პროცენტს არის ჩამოცდენილი და ვერცერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. რაც უფრო მეტად იქნება ოპოზიცია ფრაგმენტირებული, მით უკეთესი.
ისეთი პირები, როგორიცაა ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები - თითოეული მათგანი არის მხილებული ოფიციალურად დანაშაულში, როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ,“ - ამბობს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.