რატომ გაუჩინარდა ივანიშვილი? - რას ამბობს პრემიერი
რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და როგორ ეკონტაქტება ის გუნდს - პრემიერი კობახიძე აღიარებს, რომ ივანიშვილთან კონსულტაციებს მართავს და რომ კომუნიკაცია ძირითადად ტელეფონით აქვს.
რა რჩევა და კონსულტაცია მიიღო ბოლოს ივანიშვილისგან, პრემიერი ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან არ საუბრობს.
მე ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია, არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაფერი არის ნათელი.
რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე, რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, შიდა საქმე, ყველაფერი მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და სწორედ ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში,“ - ამბობს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.