გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან - რა პრობლემებს ხედავს არასამთავრობო სექტორი
მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება უზენაესი სასამართლოსთვის ახალ მოსამართლეებს ეძებს - დილიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება მიდის. ვაკანტურია სამი ადგილი, თუმცა სამიდან ორ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი გოგინაშვილს, გოჩა დიდავას და ლაშა თავართქილაძეს უსმენენ.
მესამე სექტორში რჩებათ განცდა, რომ კლანმა თავის გადაზღვევა არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე წინსწრებით გადაწყვიტა, რადგან პოსტები საკუთარ ნდობით აღჭურვილ პირებს ჩააბარონ.
პრობლემა არის თვითონ პროცესი, ვინაიდან აკლია გამჭვირვალობა. საინტერესო არის ის, რომ შუა პროცესში კანდიდატები, რომლებიც იყვნენ საბჭოს წევრები, გადაწყვიტეს, რომ ამის შემდეგ დაეტოვებინათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა, ამავდროულად ისეთი ადამიანები არიან კვლავ სიაში, რომლებიც მუდმივად არიან, როგორც ჩანს ფონის შესაქმნელად არიან წარმოდგენილები, რომ ილუზია შექმნან, რომ ეს არის კონკურსი. საბოლოო ჯამში, სამივე ადგილზე მოხვდება ისეთი ადამიანი, რომელიც არის გადაწყვეტილი წინასწარ,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
წინა ეტაპზე, როცა უზენაეს სასამართლოში ვაკანსიები გამოცხადდა, თითქმის 140-მდე განცხადება იყო შესული მსურველი კანდიდატების, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 18-ია. ჩნდება კითხვა, 2-3 წლის განმავლობაში ეს 140 მსურველი სად წავიდა, რატომ აღარ არის ამდენი მსურველი. ცხადია, ის მოვლენები 2018 წლიდან დღემდე, როგორც კომპლექტდებოდა უზენაესი სასამართლოს ვაკანსიები, კეტავს ამ სისტემას და სურვილს უქრობს გარე საზოგადოებას, პროფესიონალებს, რომ ხელახლა სცადონ ბედი ამ პოზიციაზე,“ - ამბობს მაია ბაქრაძე.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.