სკანდალი სასწრაფოში - ჯანდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ დაკავების მომენტში ბრალდებულები მათთან აღარ მუშაობდნენ
სკანდალი სასწრაფო დახმარების ცენტრში - ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაკავების მომენტში ბრალდებულები მათი თანამშრომლები აღარ იყვნენ. ჯანდაცვის სამინისტრო ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სუს-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს.
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.