უკაცრავად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი დღის რეჟიმს ვერ შეგითანხმებთ - მაჭარაშვილი

29.03.24 17:05
უკაცრავად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი დღის რეჟიმს ვერ შეგითანხმებთ - მაჭარაშვილი

უკაცრავად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი დღის რეჟიმს ვერ შეგითანხმებთ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან ბატონი ბიძინა "ოცნებაშია", ის კი მხოლოდ უმრავლესობაში.

კარგია, რომ ინტერესდებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილი რას საქმიანობს, მე გეტყვით, რომ ის ადრეც და ახლაც საქმიანობს საქართველოს სასარგებლოდ. რაც შეეხება მის დღის რეჟიმს, უკაცრავად, მაგრამ ვერ შეგითანხმებთ ახლა ბიძინა ივანიშვილი დილიდან საღამომდე რას აკეთებს. არამგონია, რომ ეს სწორი იყო. ჩვენ აღარ ვართ "ქართული ოცნების" წევრები, ეს იცით, უმრავლესობაშ კი ბატონო ვართ, მაგრამ ბატონი ბიძინა არის "ქართულ ოცნებაში" და სავარაუდოდ, იქ ალბათ იქნება "ოცნების" ხემძღვანელობასთან. ამას მე ვერ გეტყვით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და როგორ ეკონტაქტება ის გუნდს - პრემიერი კობახიძე აღიარებს, რომ ივანიშვილთან კონსულტაციებს მართავს და რომ კომუნიკაცია ძირითადად ტელეფონით აქვს. 

რა რჩევა და კონსულტაცია მიიღო ბოლოს ივანიშვილისგან, პრემიერი ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

მსგავსი სიახლეები