ბოდიში, თუ ივანიშვილი პარლამენტში ტრიბუნასთან არ ჩამოდგება - ოდიშარია

29.03.24 17:12
ბოდიში, თუ ივანიშვილი პარლამენტში ტრიბუნასთან არ ჩამოდგება - ოდიშარია

"ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა.

ყველა პროცესში ის, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან და ქვეყნის წინსვლასთან, ის იღებს მონაწილეობას და ეხლა საჯაროდ, თუ თქვენთან არ ჩამოდგება პარლამენტში ამ ტრიბუნასთან, ბოდიში. რატომ უნდა გაგიზიაროთ, მე ვის ვხდები და რატომ ვხდები. სულ არ მივიჩნევს საჭიროდ, თქვენთან მქონდეს გულახდილი საუბრები. ვისაც საჭიროა, ყველას ვხდები", - აცხადებს ბექა ოდიშარია. 

რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და როგორ ეკონტაქტება ის გუნდს - პრემიერი კობახიძე აღიარებს, რომ ივანიშვილთან კონსულტაციებს მართავს და რომ კომუნიკაცია ძირითადად ტელეფონით აქვს. 

რა რჩევა და კონსულტაცია მიიღო ბოლოს ივანიშვილისგან, პრემიერი ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

 

მსგავსი სიახლეები