ბერბოკი: კანცლერს პუტინის არ ეშინია
"კანცლერს არ ეშინია პუტინის", - ასე უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტის კითხვას, ეწინააღმდეგებოდა თუ არა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის გერმანული ფრთოსანი რაკეტის, „ტაურუსის“ მიწოდებას პუტინის შიშით.
ბერბოკმა განაცხადა, რომ დროა, შეწყდეს დისკუსიები „ტაურუსის“ უკრაინისთვის გადაცემაზე, რადგან რუსეთის მხრიდან არსებობს დესტაბილიზაციის რისკი.
რუსეთის საომარი პროპაგანდის ნაწილი მიზნად ისახავს, გაყოს და დესტაბილიზაცია მოახდინოს დასავლეთის დემოკრატიის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ არჩევნების წინაშე ვდგავართ – ევროკავშირში და გერმანიაშიც“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.