ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტს წარმოადგენს და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ არის, რომ პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი გაათავისუფლოს - ნადირაძე
„სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ და მოვითხოვთ არის, რომ გაათავისუფლოს პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი," - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ გააკეთა.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, უმრავლესობა არსებულ პრობლემებზე არ საუბრობს, ამიტომ ცდილობენ, რომ სხვადასხვა თემით სპეკულაციებით დაკავდნენ.
უმრავლესობას სალაპარაკო არ აქვს გაზრდილ ფასებზე, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, ემიგრაციაზე, შობადობის შემცირებაზე, საპენსიო სესხებზე, ამიტომ მუდმივად ცდილობენ, რომ მსგავსი თემების სპეკულაციებით დაკავდნენ. სალომე ზურაბიშვილი არის სალომე ზურაბიშვილი, იგი წარმოადგენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს, მას აქვს თავისი უფლებამოსილებები, თავისი კომპეტენციები და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ და მოვითხოვთ არის, რომ გაათავისუფლოს პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.