ნადირაძე: ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები და გახსნას დამატებით უბნები საზღვარგარეთ
„ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები და გახსნას დამატებით უბნები საზღვარგარეთ. მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ აირჩიონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის," - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ გააკეთა.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ემიგრანტებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ აირჩიონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის.
ფაქტია, რომ ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. რომ არა ეს ადამიანები, უამრავი ოჯახი უბრალოდ შიმშილით მოკვდებოდა. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები არ დააფასო და წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანებს საარჩევნოდ არ ჰქონდეთ შესაძლებლობა მათმა ხმამაც გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. კანონითაც აქვს „ქართულ ოცნებას“ ამის ვალდებულება, რომ სადაც არის ჩვენი ემიგრანტების დიდი ნაწილი, გახსნას საარჩევნო უბნები, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები. სხვადასხვა ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა არ უკავშირდება დიდ თანხებს. ჩვენს ემიგრანტებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ აირჩიონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის,“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.