პრობლემების მოგვარების ნაცვლად გამოდის საკითხები, რომელიც ეხება "ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატისთვის საგადასახადო შეღავათს - ნადირაძე

29.03.24 18:39
პრობლემების მოგვარების ნაცვლად გამოდის საკითხები, რომელიც ეხება "ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატისთვის საგადასახადო შეღავათს - ნადირაძე

„წარმატებების და გამარჯვებების კვალდაკვალ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს - პრობლემების მოგვარების ნაცვლად გამოდის საკითხები, რომელიც ეხება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატისთვის საგადასახადო შეღავათს,“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, "ოცნების" დეპუტატის ძმის სონღულაშვილისთვის მმართველი ძალა შეღავათს აკეთებს და 9 მილიონის გადახდის ნაცვლად მას ახლა მხოლოდ 3 მილიონის გადახდა მოუწევს.

სამწუხაროდ, წარმატებების და გამარჯვებების კვალდაკვალ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი ემიგრანტები გაურბიან გაძვირებულ მედიკამენტებს, ცხოვრებას, პროდუქტს, უმუშევრობას. შესაძლოა, დასაქმებული იყოს ადამიანი, მაგრამ არ ჰყოფნიდეს. ბევრი პენსიონერს წამალი ვერ უყიდია. სესხების პრობლემაა, დაბალი პენსიებია, რასაც ემატება ქალაქის პრობლემები. საცობები, პარკირების, ავარიული კორპისების პრობლემა. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად გამოდის საკითხები, რომელიც ეხება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატისთვის საგადასახადო შეღავათს. თუ შეიძლება განმარტეთ, სამი კვირის წინ საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა საკითხი, რომელიც ეხებოდა “ქართული ოცნების” დეპუტატის, სონღულაშვილის ძმის კომპანიის მიერ 9 მილიონი ლარის გადახდას. 3 კვირის შემდეგ გამოდის ეს საკითხი და ეს ადამიანი 3 მილიონ ლარს იხდის. სად დაიკარგა ეს 6 მილიონი ლარი?“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები