წარმოუდგენელია, არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ასე თამაშობენ ამ სპორტს, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს ჰქონდეს 1000-1500 ლარი ანაზღაურება - ეძგვერაძე
„წარმოუდგენელია, არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ასე თამაშობენ ამ სპორტს, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს ჰქონდეს 1000-1500 ლარი ანაზღაურება," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ გააკეთა.
ირაკლი ეძგვერაძე ისტორიულ მატჩს გამოეხმაურა და ამას გარდა, იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ფეხბურთელებს აწუხებთ.
მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს, ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში, ვინც დადო ერთი აგური მათაც გულწრფელ და დიდ მადლობას გადავუხდი. მადლობა ბიჭებს, მადლობა კაპიტანს, თავდადებისთვის, თითოეული სანტიმეტრის ბრძოლისთვის. ეს არ იყო მხოლოდ ქართული ფეხბურთის გამარჯვება, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, ჩვენი ერის გამარჯვება, რაც ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. მე მინდა კიდევ ერთხელ და მთელი გულით მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, შემდგომ ეტაპზე გასასვლელად გერმანიაში.
მე ასევე მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო აუცილებლად, ჩვენ შეგვიძლია სპორტის თამაში, ამ ბიჭებმა დაამტკიცეს რომ ქართველ ერს განსაკუთრებულად შეუძლია ამ სპორტის თამაში. ალბათ ბატონ ალადაშვილს ეცოდინება როდის დაიწყო ეროვნული ლიგა, რომელ რიცხვსა და თვეში დაიწყო. მე მინდა რომ ეს გამარჯვება იყოს საწინდარი ჩვენი ეროვნული ლიგის გაძლიერების. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ 10 გუნდი მონაწილეობს ჩვენს ჩემპიონატში, ეროვნულ ლიგაში. შარშან და წელს 3 გუნდმა ვერ გაიარა შეკრება, ზამთრის შეკრება, ე.წ. ზბორები. ისე დაიწყეს ჩემპიონატი, რომ ვერ შეძლეს მომზადება ეროვნული ჩემპიონატისთვის.
კიდევ აუცილებლად მე მინდა კერძო მესაკუთრეებს მივმართო და ვუთხრა, ასევე უნდა ჩაერთოს ხელისუფლება, არ შეიძლება ადამიანები რომლებიც ასე თამაშობენ ამ სპორტს, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს ჰქონდეს 1000-1500 ლარი ანაზღაურება. წარმოუდგენელია, ფეხბურთელმა ითამაშოს და მისი ანაზღაურება იყოს 1000-1500 ლარი.
მე ძალიან მინდა და ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად გამოსწორდება. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეროვნული ლიგა უნდა განვითარდეს. მოგეხსენებათ, ჩვენ C დივიზიონიდან ავიწიეთ, B დივიზიონში. ახლა უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა და შემდეგ და შემდეგ, ეს აუცილებლად უნდა განვითარდეს. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხში ყველა ერთად ვართ და სახელმწიფო სათანადო ყურადღებას მიაქცევს ამ საკითხს.“- განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.