საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ - პრეზიდენტის მხილებამ "ოცნება" გააბრაზა
პრემიერი პრეზიდენტს არჩევნებზე საუბარს უკრძალავს. კობახიძემ ზურაბიშვილს მორალური სტანდარტი მას შემდეგ დაუწუნა, რაც გაიგო, რომ პრეზიდენტი ათონელის სასახლეში ცესკოს შეფს ხვდებოდა. ზურაბიშვილმა კი კალანდარიშვილს დიდი მხილება მოუწყო. პრეზიდენტმა თავისივე დაბლოკილი ცესკოს თავმჯდომარე ჯერ სასახლეში დაიბარა, შემდეგ კი პირდაპირ უთხრა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ბევრი ხარვეზით მუშაობს.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არც ცესკოს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია, ამიტომ პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნე დღეს დარჩიაშვილის უწყებაც იყო, რომელიც ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობისგან გაქცევაში დაადანაშაულა. ირკვევა, რომ ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს არც ემიგრანტების სიები აქვს შედგენილი და არც ელჩებთან უსაუბრია საზღვარგარეთ დამატებით უბნების გახსნაზე.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.