საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ ჩვენი თანამშრომლები - "ვიანი" განცხადებას ავრცელებს
სააქციო საზოგადოება "ვიანი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ "ვიანის" თანამშრომლები და მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც ვიანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
სააქციო საზოგადოება „ვიანი“ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ „ვიანის“ თანამშრომლები. მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც „ვიანს“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
„ვიანი“ განაგრძობს თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, ევექსი იხდიდა ქრთამს, რომ სასწრაფოს პაციენტები მათ კლინიკებში შეეყვანათ. დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.