გახარიამ ივანიშვილის პარტია დამარცხებულად გამოაცხადა - "ოცნება" თავს ექსპრემიერს ესხმის
ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერი გახდება - "ოცნების" ექსპრემიერის ამ წინასაარჩევნო პროგნოზმა ყველაფერი ისევ თავიდან შემოატრიალა. ყოფილმა თანაგუნდელებმა გიორგი გახარიას ივანიშვილის ხსენება ისევ არ აპატიეს და მთავრობის ერთ დროს სანაქებო ლიდერის შეურაცხყოფასა და პოლიტიკური წონის დაკნინებაზე გადავიდნენ.
სად არის ბიძინა ივანიშვილი? ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური სწორედ ექსპრემიერის ინტერვიუს გამო გახდა. გახარია ამბობს, რომ ოლგიარქმა პოლიტიკაში დაბრუნებით საკუთარ პარტიას შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან მათ უთხრა, რომ თუ არ გამოჩნდებოდა, ისე არჩევნებს ვერ მოიგებდნენ.
მესამედ მობრუნებული ივანიშვილი პარტიის წევრებს დიდი ხანია თვალით არ უნახავთ. კობახიძემაც კი აღიარა, რომ მასთან ამ დრომდე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აქვს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.