6 მლნ-იანი შეღავათი "ოცნების" დეპუტატის ძმას - საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკას ხმაური მოჰყვა
გულუხვი საჩუქარი კალაძისგან დამტკიცებულია. საკრებულოს უმრავლესობამ "ქართული ოცნების" დეპუტატის ძმას 6 მილიონიანი შეღავათი გაუკეთა. ოპოზიციის მწვავე კრიტიკისა და არგუმენტების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ისე აუნთო მწვანე შუქი იოსებ სონღულაშვილის პროექტს, რომ ოპოზიციის კითხვები კითხვებად დარჩა. ურბანული კომისიის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლები გადამალული დოკუმენტებით მივიდნენ, თუმცა შეხვედრას ხმაურის გარეშე მაინც არ ჩაუვლია.
მოგვიანებით დაპირისპირების ეპიცენტრმა უკვე საკრებულოს სხდომაზე გადაინაცვლა. საქმე ეხება აგლაძის ქუჩაზე მშენებარე მასშტაბურ კომპლექსს, სადაც იოსებ სონღულაშვილი კოეფიციენტის გაზრდას ითხოვდა, რაშიც მას 9 მილიონი უნდა გადაეხადა. ეს თანხა "ოცნებასთან" დაახლოებული დიველოპერისთვის ზედმეტად ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ დეპუტატის ძმაზე განსაკუთრებული ფასდაკლება გავრცელდა და ახალი მოთხოვნით მას მხოლოდ 3 მილიონის გადახდა მოუწევს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.