3-4 ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს აკეთებს, ტყუილად არიან - მელია

29.03.24 22:07
3-4 ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს აკეთებს, ტყუილად არიან - მელია

პარტია "ახალის" ერთ-ერთ დამფუძნებელი, ნიკა მელია "პოლიტიკური ამბების" ეთერში პარლამენტში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით საუბრობს - ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სამი-ოთხი ადამიანის გარდა, ეროვნულ საქმეს არავინ არ აკეთებს.

მელია საკუთარ კოლეგებს გაჟღერებულ რიტორიკას უწუნებს და აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, დეპუტატებმა საზოგადოებისთვის კეთილდღეობის შექმნაზე იზრუნონ და მათი რეალური პრობლემების გადაჭრაზე იმუშაონ, პოლიტიკოსები ერთმანეთს უპირისპირდებიან და მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ატარებენ.

ჩემთვისაც გაუგებარია, პარლამენტარები რას აკეთებენ. იქ თუ ხარ, რუსული ყაიდის ხელისუფლება ხარ, პუტინის მონა ხარ და მიკლავ პრეზიდენტ სააკაშვილის, ამ თემებზე 24 საათი რომ საუბრობ, პარლამენტში რა გინდა, რუსებთან რა გინდა პარლამენტში. ამ რიტორიკას მაინც არ უნდა ავითარებდე. სამი-ოთხი ადამიანია, რომელიც აქტიურობს. მახსენდება, ნაცვლიშვილი, გოცირიძე, დეკანოიძე და აქუბარდია, რომლებიც აქტიურობენ, სხვას ვერ ვიხსენებ. მე ვფიქრობ, რომ სამი-ოთხი ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს არ აკეთებს და იქ ტყუილად არიან. ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს, ყველანაირად ვეცდებოდი, რომ ასეთი ადამიანები მომდევნო პარლამენტში არ მოხვდნენ. არ ვსაუბრობ "ნაციონალურ მოძრაობაზე", ყველაზე ვსაუბრობ", - ამბობს მელია.

მსგავსი სიახლეები