არავის სჭირდება მერაბიშვილ-კეზერაშვილის პარტიასთან მსგავსება, ღმერთმა დამიფაროს - მელია
"არავის სჭირდება მერაბიშვილ-კეზერაშვილის პარტიასთან მსგავსება, ღმერთმა დამიფაროს", - ამის შესახებ განცხადება პარტია "ახალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა მელიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში გააკეთა.
მელია პირდაპირ ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" განცხადებები სიამის ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს.
"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" სიამის ტყუპებივით მსგავს გზავნილებს აჟღერებენ. მათ ჰგონიათ, რომ ამ ქვეყანაში სხვა საქართველო არ არსებობს. ჰგონიათ, რომ სხვა პარტიები წარმატებას ვერ მიაღწევენ. საპირისპირო მოხდება და მანდ ფრთხილად იყოს, განსაკუთრებით "ოცნება". ორივე პარტია ერთნაირი გზავნილით გამოირჩევა. "ოცნება" საუბრობს, რომ ყველა არის "ნაციონალური მოძრაობა" და ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ. "ნაციონალური მოძრაობაც" იმავეს იძახის, რომ ყველა "ნაცმოძრაობა" არის, უბრალოდ მე ვარ ნამდვილი "ნაცმოძრაობაო". არავის არ სჭირდება მერაბიშვილ-კეზერაშვილის პარტიასთან მსგავსება, ღმერთმა დაგვიფაროს. ეს რომ არ გვინდოდა, ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად გავერთიანდით და ჩამოვაყალიბეთ "ახალი". მე მათ წარმატება ვუსურვე, იქ ხალხი დარჩა და წარმატებები მათ, მაგრამ ვისაც სჯერა, რომ წარსულით შეიძლება მომავალში მოხვდე და წარსულია ორი ბატონი, რომელსაც არ მგონია, რომ ხალხის ინტერესი ანაღვლებდეს, მე არ მჯერა და ვისაც სჯერა დარჩა იქ და წარმატებები მათ", - ამბობს მელია.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.