პრეზიდენტის საინფორმაციო კამპანია - ზურაბიშვილი დიასპორისთვის საარჩევნოდ საჭირო მასალას აქვეყნებს
პრეზიდენტის საინფორმაციო კამპანია უცხოეთში მცოხვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტისა და დიასპორის შეხვედრაზე დასმული კითხვების საპასუხოდ მომზადებულ საინფორმაციო მასალას აქვეყნებს, სადაც აღწერილია როგორ უნდა მოხდეს საზღვარგარეთ 2024 წლის არჩევნებზე ხმის მიცემა და რა პროცედურები უნდა გაიაროს ამისთვის საქართველოს მოქალაქეებმა.
უფრო კონკრეტულად, საუბარია საფეხურებზე, რომელიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის გაიარონ. პირველი ეტაპი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას გულისხმობს, რის შემდეგაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 50 მოქალაქე ხელს აწერს უბნის გახსნის მოთხოვნის განცხადებას, საბოლოოდ კი, უბნის მოთხოვნის განცხადების დედანი საკონსულოში იგზავნება.
რაც შეეხება მეორე ბიულეტენს, ის უშუალოდ ხმის მიცემის პროცესზე იძლევა ინფორმაციას. მასში ნათქვამია, რომ ხმის მიცემის პირველი ეტაპი დარეგისტრირებაა, შემდეგ არის ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის შემოწმება, ბოლოს კი, 2024 წლის 26 ოქტომბერს უშუალოდ საარჩევნო უბანზე მისვლა და ფიზიკურად ხმის მიცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრები გამართა. გუშინ კი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს შეხვდა.