ქუთაისელი აქტივისტების პასუხი ირაკლი კობახიძეს
ქუთაისელი აქტივისტების პასუხი ირაკლი კობახიძეს - პრემიერის განცხადებას, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა საჭირო არ არის, მოქალაქეების კრიტიკული დამოკიდებულება მოჰყვა.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის ტიტულის წართმევით, ხალხს ეკონომიკურ პერსპექტივებსაც ართმევენ.
პარლამენტი, რომელიც თავიდანვე გაწირეს გადასატანად და ეს იყო ბორბლებზე შემდგარი, ვერ მოიტანდა იმ ეფექტს, რომ სტატისტიკაში ასე ასახულიყო. პარლამენტის არ ყოფნა არ დასტყობია ამ ქალაქს, მაგრამ ძალიან დაეტყო პარლამენტის გადატანა. ყველაზე მნიშვნელოვანი და გულდასაწყვეტი ის იყო, რომ სამი სახელისუფლებო ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქალაქის მნიშვნელობის გამოსაკვეთად", - ამბობს აქტივისტი.
პრემიერმა თქვა, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფნას არ ჰქონდა არავითარი გავლენა [მის] განვითარებაზე.
"ყველა დამეთანხმებით, რომ ქუთაისში პარლამენტს ყოფნას არ ჰქონდა არავითარი გავლენა ქუთაისის განვითარებაზე...არც ეკონომიკური კუთხით.. ნუ, თუ ჩვენი ჩამოსვლით ეკონომიკა იცვლება ჩამოვალთ ახლაც, მაგრამ ქუთაისის ეკონომიკას და დემოგრაფიას აქ პარლამენტს ყოფნა არ წაადგა. ეს სტატისტიკითაც დასტურდება და ყველაფრით დასტურდება. ჩვენ მთავარი ამოცანაა, რომ ქუთაისმა შესძინოს ახალი ფუნქცია. ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა...ძალიან მალე წარვადგენთ საარჩევნო პროგრამას საზოგადოების წინაშე და, რა თქმა უნდა, ამ პროგრამაში ქუთაისს ექნება ღირსეული ადგილი" - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.