ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაცია დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას მასპინძლობს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას მასპინძლობს.
იგორ ნარმანიას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა, რომელზეც მხარეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილეს.
როგორც იცით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მასპინძლობს დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ პანელური დისკუსია და პანელური დისკუსიის ფარგლებში, განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი, საქართველოში და დანიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა პოლიტიკაში საქართველოსა და დანიაში". - განაცხადა იგორ ნარმანიამ.